გამომცემლობა „აწმყო“ გამოსცემს თარგმანებს სოციალურ, ფსიქოლოგიის, სამკურნალო პედაგოგიკის და მხატვრული ლიტერატურის სფეროში. ასევე გამოსცემს „ცნობის ფურცელს“ კავშირის საქმიანობების შესახებ.

ყველა წიგნი დაბეჭდილი და აკინძულია სოციალური თერაპიის სახლის მინისტამბა-საამკინძაოში.


   

კავშირის პერიოდული ჟურნალი ”ხიდი” გამოიცემა 2001 წლიდან. სოციალური თერაპიის სახლის წევრები, მშობლები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები წერენ სტატიებს საკუთარ თავზე, მიღებულ შთაბეჭდილებებზე, მიმოიხილავენ კავშირის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს. იბეჭდება ინფორმაციები სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ.

რეგულარულად იბეჭდება ლიფლეტები და ბუკლეტები კავშირის საქმიანობის შესახებ.

გამოიცემა საფოსტო ბარათები და კალენდრები ბავშვების, მოხუცების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ნახატებით.

”აწმყოს” გამოცემული წიგნები.