“კავშირი ადამიანებისთვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ” (კავშირი) არის ქართული არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია. იგი დაარსდა 1990 წელს სახელწოდებით “სოციალური თერაპიის სახლი”. 2000 წლის მაისში მას ამჟამინდელი სახელი ეწოდა.
ჩვენ ვესწრაფვით სამყაროს, სადაც ყველანი ერთმანეთზე უანგაროდ ზრუნავენ, სადაც პატივს სცემენ და იცავენ ერთმანეთის უფლებებს, სადაც საკუთარ უნარებს თავისუფლად შლიან.
ამგვარი სამყაროს შექმნაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს იმით, რომ მიზნად ვისახავთ საქართველოში სოციალური თერაპიის დანერგვას, რათა შესაძლებელი გახდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდებისა და ზრდასრული პიროვნებების ინდივიდუალური განვითარება, ადამიანის ღირსების შესაბამისი ცხოვრება, საზოგადოების მიერ მათი წვლილის აღქმა ჩვენს ერთობლივ ცხოვრებაში.
ჩვენ ვემსახურებით გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ახალგაზრდა და ზრდასრულ პირებს.
საქართველოში დაახლოებით 20.000-მდე გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირია. მათგან თბილისში 3800 გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე პირი ცხოვრობს, რომელთა დიდი უმრავლესობაც ზრდასრულია. არავინაა დაზღვეული განვითარების შეფერხებისა და ინვალიდობისგან.
ამ ადამიანთა პრობლემებია სოციალური იზოლაცია, სიღარიბე, უფუნქციობა, ოჯახის წევრთა პასიურობა, მიბმულობა შეფერხებულ წევრზე, მათ მიმართ არაადექვატური სოციალური დამოკიდებულება, სახელმწიფო პოლიტიკის არარსებობა მათი სოციალური ინტეგრაციისთვის, შრომით ცხოვრებაში ჩართვისთვის, ღირსეული ცხოვრებისთვის.
სამყარო, სადაც ყველანი ერთმანეთზე უანგაროდ ზრუნავენ, სადაც პატივს სცემენ და იცავენ ერთმანეთის უფლებებს, სადაც საკუთარ უნარებს თავისუფლად შლიან.
საქართველოში სოციალური თერაპიის დანერგვა, რათა შესაძლებელი გახდეს განვითარების შეფერხების მქონე ზრდასრულთა სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი განვითარება, ადამინის ღირსების შესაბამისი ცხოვრება, სოციალური ინტეგრაცია და თანამონაწილეობა, ერთობლივ ცხოვრებაში მათი წვლილის აღქმა საზოგადოების მიერ. სოციალურ თერაპიული პროცესების წარმართვა რ. შტაინერისეული ზოგადი ადამიანთმცოდნეობიდან გამომდინარე.
კავშირის მიზანია საქართველოში სოციალური თერაპიის დანერგვა, რათა შესაძლებელი გახდეს სრულწლოვან განვითარებაშეფერხებულთა ინდივიდუალური სხეულებრივი, მშვინვიერი და სულიერი განვითარება, ადამიანის ღირსების შესაბამისი ცხოვრება, სოციალური ინტეგრაცია, საზოგადოების მიერ ერთობლივ ცხოვრებაში მათი წვლილის აღქმა, ხანდაზმულთა ჩართვა სოციალურ-თერაპიულ დაწესებულებებში და იქ შრომითი, მხატვრული და კულტურული საქმიანობების გამართვა; თანასწორუფლებიანი ურთიერთობის დამყარება დაწესებულების ყველა წევრს შორის; ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, როდესაც ადამიანები პატივს სცემენ ერთმანეთის ინდივიდუალურ თავისუფლებას და უანგაროდ ეხმარებიან ერთმანეთს მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში.
მიზნობრივი ჯგუფის სხვა სახის მომსახურების განვითარების ხელშეწყობა
სოციალ-თერაპევტთა მომზადება და სხვა საჭირო სპეციალისტთა მომზადების, დახელოვნების ხელშეწყობა
მიზნობრივი ჯგუფის ოჯახის წევრების ტრენინგი, კონსულტაცია, ურთიერთდაკავშირება
მიზნობრივი ჯგუფის მიმართ სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, გავრცელებული სტერეოტიპების შეცვლა
მიზნობრივი ჯგუფის ინტერესთა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა
ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.